საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამაგისტრო პროგრამა „მიგრაციის მართვა“

 

მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულ იქნა ტემპუსის პროექტის: „მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის“ ფარგლებში, კონსორციუმში შემავალი 16 პარტნიორი უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მონაწილეობით.

 

სამაგისტრო პროგრამის მთავარი უპირატესობები:

 

  • უნიკალური ინტერდისციპლინური პროგრამა, შემუშავებული საუკეთესო საზღვარგარეთული გამოცდილებისა და საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით;
  • პროგრამა ხორციელდება ორი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის მიერ ერთობლივად;
  • სასწავლო პროცესს უძღვებიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორები;
  • მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სამაგისტრო პროგრამასა და კომისიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საფუძველია;
  • პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ პრაქტიკა სათანადო დაწესებულებებში;
  • სწავლების დაბალი გადასახადი, რომელიც სემესტრულად 1125 ლარია და რომლის გადახდაც შესაძლებელია სამ ეტაპად სემესტრის განმავლობაში; ამას გარდა სწავლის საფასურზე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად მოპოვებული გრანტი.

 

მიგრაციის მართვის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

  • ბაკალავრის ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: ჰუმანიტარული მეცნიერებები; სამართალი; ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდები;
  • გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონის);
    ინგლისური ენის გამოცდისაგან გათავისუფლება ხდება შემდეგი სერთიფიკატებით: IELTS (2 წლიანი ვადით - შეფასება არანაკლებ 5,5 ქულისა), TOEFL (2 წლიანი ვადით- შეფასება არანაკლებ 81 ქულისა), FCE (უვადო, არანაკლებ C შეფასებისა);
  • შიდა საუნივერსიტეტო წერითი გამოცდა  (ესსე მიგრაციის აქტუალურ საკითხებზე).

 

 

მიღების ვადები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დეტალური ნუსხა.

 

 

საკონტაქტო პირები:

მარინე კილაბერია – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მობ.: 591 05 09 11.

ელ-ფოსტა: marine.kilaberia@tsu.ge

 

ირინე ბაქრაძე  – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

ელ-ფოსტა: i.bakradze@gipa.ge

თარიღი: 14/07/2023